131131

კამპანია 131

კამპანია „131“

2024 წლიდან ფონდი ახორციელებს „კამპანია 131“-ს, რაც გულისხმობს ყოველი თვის 13 რიცხვში ფონდის ანგარიშზე მხოლოდ ერთი ლარის გადარიცხვას.

რატომ 13? ბერ ანდრიას ეს რიცხვი ბავშვობიდან განსაკუთრებულად უყვარდა, სწორედ ამ რიცხვს დაუკავშირდა მისი ყრმობის ოცნება – ბერად 13 აპრილს აღკვეცეს. რიცხვი 13 ჩვენთვის საკრალურია.

თითოეული ადამიანის მიერ ჩარიცხული 1 ლარით ბევრი ბავშვის სიცოცხლეს გადავარჩენთ. დღეისთვის 750-ზე მეტ ბავშვსა და ოჯახს დავეხმარეთ.