„ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი“, კავკასიაში ერთადერთი სარეაბილიტაციო ფონდია, რომელიც 18 წლამდე ასაკის სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს ეხმარება. ფონდის დახმარება მოიცავს ყველაფერს, რაც მკურნალობას, რეაბილიტაციას და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას უკავშირდება. ფონდის დახმარება მოიცავს ყველაფერს, რაც მკურნალობას, რეაბილიტაციას და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას უკავშირდება. ეს გულისხმობს დაფინანსებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოგროვებასა და მომზადებას, საჭირო კვლევების დროულად ჩატარების ორგანიზებას, რიგ შემთხვევებში კი დაფინანსებასა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
ფონდი ფუნქციონირებს შემოწირულობებით, სხვადასხვა აქციებითა და აქტივობებით შემოსული თანხებით.